Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის უმაღლესი რადა კენჭს უყრის ევროკავშირთან შეთანხმებას


უკრაინის უმაღლესი რადა დღეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებამდე ბოლო სხდომას გამართავს. დღის წესრიგის მთავარი საკითხი იქნება ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია. წინასწარი ინფორმაციით, დოკუმენტის მხარდაჭერას აპირებს ყველა ფრაქცია კომუნისტებისა და „რეგიონების პარტიის“ გარდა. დეპუტატები აპირებენ აგრეთვე ლუსტრაციის კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებას. ლუსტრაციის კანონის მიღება „მაიდნის“ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, თუმცა ეს დღემდე ვერ მოხერხდა. პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 27 აგვისტოს დაითხოვა პარლამენტი და 26 ოქტომბერს დანიშნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

XS
SM
MD
LG