Accessibility links

logo-print

ამნესტი ინტერნეიშენალი: ისლამური სახელმწიფო „ეთნიკურ წმენდას“ ახორციელებს


2 სექტემბერს გავრცელებულ ანგარიშში ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაცია, ამნესტი ინტერნეიშენალი აცხადებს, რომ ჯგუფ ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტები ჩრდილოეთ ერაყში „სისტემატურად ახორციელებენ ეთნიკურ წმენდას.“ განცხადებაში მოტანილია ხოცვა-ჟლეტას გადარჩენილი ადამიანების „თავზარდამცემი“ მონაყოლი, რომელიც, ორგანიზაციის შეფასებით, აჩვენებს, რომ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს „ომის დანაშაულები“ აქვთ ჩადენილი. განცხადებაში ვკითხულობთ: „ხოცვა-ჟლეტა და ადამიანთა გატაცება, რომლებსაც ისლამური სახელმწიფო სჩადის, ქმნის თავზარდამცემ ახალ მტკიცებულებებს, რომ ჩრდილოეთ ერაყში ეთნიკური წმენდის ტალღა მძვინვარებს უმცირესობების წინააღმდეგ.“ განცხადების თანახმად, მხოლოდ ორ სოფელში - ყინიეში 3 აგვისტოს და კოჩოში 15 აგვისტოს - ასობით ადამიანი გაჟლიტეს. ამნესტი ინტერნეიშენალის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა „სინჯარის სოფლები გადააქციეს სისხლით გაჟღენთილ მიწად, თავიანთი სასტიკი კამპანიის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს არა-არაბი და არა-სუნიტი მოსახლეობის საბოლოო გაჟლეტას.“

XS
SM
MD
LG