Accessibility links

logo-print

ერაყში დაკარგული სამხედროების ნათესავები პარლამენტში შეიჭრნენ


ერაყის პარლამენტში შეიჭრა იმ სამხედროთა ნათესავების ჯგუფი, რომლებიც ივნისში, ქვეყნის ჩრდილოეთში ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტებმა დაატყვევეს. რადიო თავისუფლების ერაყული სამსახურის კორესპონდენტი პარლამენტის შენობიდან იტყობინება, რომ განრისხებულმა დემონსტრანტებმა სამი ბარიერი გადალახეს და პარლამენტის კაფეში შეიჭრნენ იმ მომენტში, როცა პარლამენტარები 2 სექტემბრის სხდომისთვის იკრიბებოდნენ. სპეცდანიშნულების რაზმმა პარლამენტის შენობას ალყა შემოარტყა და აცხადებს, რომ ძალას გამოიყენებს, თუკი ჯგუფის საპროტესტო აქცია სხვაგან არ გადაინაცვლებს. დემონსტრანტები მოითხოვენ ინფორმაციას მათი დაკარგული ნათესავების ბედის შესახებ, რომლებიც მაშინ დააკავეს, როცა ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტებმა ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქი თიქრითი ჩაიგდეს ხელში. 2 სექტემბრის სხდომაზე პარლამენტს უნდა ემსჯელა გადაუდებელ საკითხებზე, მათ შორის ახალი მთავრობის ფორმირებასა და ბიუჯეტის პროექტზე.

XS
SM
MD
LG