Accessibility links

logo-print

იუწყებიან, რომ საბერძნეთში სასაზღვრო კონტროლისას შეაყოვნეს მიხეილ სააკაშვილი


საქართველოს მედიაში გავრცელებული ცნობით, საბერძნეთში საქართველოს ელჩი, დავით ბაქრაძე ადასტურებს, რომ ბერძენმა სამართალდამცველებმა სასაზღვრო კონტროლის დროს რამდენიმე საათით შეაყოვნეს საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. როგორც იუწყებიან, კუნძულ სამოსზე შესული გემი, რომელზეც სააკაშვილთან ერთად ასევე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე, ოთხი საათის განმავლობაში იყო შეყოვნებული. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანახმად, საელჩოს განცხადებით, შეყოვნების მიზეზი საქართველოს მხრიდან შესული მოთხოვნა გახდა, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის დაკავებას უკავშირდება. თუმცა იმის გამო, რომ საერთაშორისო ძებნის გამოცხადების პროცედურები დასრულებული არ არის, სამართალდამცველებმა სააკაშვილი ოთხსაათიანი შეყოვნების შემდეგ გაუშვეს.

XS
SM
MD
LG