Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი განიხილავს რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას


გავრცელებული ცნობებით, ევროკავშირი განიხილავს რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ დაამატოს რუსეთის მოქალაქეების სიას, რომლებსაც აკრძალული აქვთ ევროკავშირში შესვლა, რუსეთის მიერ უკრაინაში გადადგმული ნაბიჯების გამო. სააგენტო როიტერსი დიპლომატების სიტყვებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს შესაძლებლობა ევროკომისიამ გამოთქვა 2 სექტემბერს ბრიუსელში, ევროკავშირში ელჩების შეხვედრაზე. კომისია ასევე გამოდის წინადადებით გაფართოვდეს აკრძალვა ევროპაში კაპიტალის სესხებაზე ან მოგროვებაზე რუსეთის სახელმწიფო კომპანიებისთვის და არა მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო ბანკებისთვის, რომლებიც უწინ შეიტანეს ევროკავშირის სანქციათა სიებში. სხვა წინადადებები მოიცავს აკრძალვის გაფართოებას იმ საქონლის ექსპორტზე, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო დანიშნულება. ეს შეეხება რუსეთის ყველა პოტენციურ იმპორტიორს და არა მხოლოდ თავდაცვის სფეროში მოქმედ კომპანიებს. ევროკავშირის ქვეყნებმა ახალ სანქციებზე გადაწყვეტილება 5 სექტემბერს უნდა მიიღონ.

XS
SM
MD
LG