Accessibility links

logo-print

„ექიმები უსაზღვრებოდ“ არაადეკვატურად მიიჩნევენ ებოლის საწინააღმდეგო ზომებს


ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ექიმები უსაზღვრებოდ“ აცხადებს, რომ მსოფლიო მარცხდება ბძროლაში ებოლის გავრცელების შესაჩერებლად. ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ჯოან ლიუმ ნიუ-იორკში, გაეროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას სამხედრო და სამოქალაქო ჯგუფები, რომლებსაც ექნებათ ბიოლოგიურ კატასტროფასთან გამკლავების უნარი. ლიუ საჭიროდ მიიჩნევს მეტ საველე საავადმყოფოს დასავლეთ აფრიკაში, სადაც ებოლამ მარტიდან მოყოლებული შეიწირა 1550-ზე მეტი ადამიანი. მანამდე, ასევე 2 სექტემბერს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ გაავრცელა ცნობა, რომ ებოლის ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად საზღვრების დაკეტვას, საჰაერო მიმოსვლის შეჩერებას და სხვა ზომებს მოჰყვა პანიკური რეაქცია მოსახლეობაში - ხალხი სურსათს იმარაგებს, რის გამოც პროდუქტები გაძვირდა.

XS
SM
MD
LG