Accessibility links

logo-print

ესტონეთის პრეზიდენტი: რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ უკრაინაში კონფლიქტის მხარეა


ესტონეთის პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა ტალინში აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლები არის რუსეთის აგრესია და რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ კონფლიქტის მხარეა. ასევე ილვესის თქმით, რუსეთმა უნდა გადადგას ნაბიჯები კრიზისის განმუხტვის მიმართულებით. ტალინში აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ოფიციალური ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ მიზნად სახელდება ბალტიისპირეთის სახელმწიფოების დარწმუნება, რომ რუსეთის აგრესიის შემთვევაში მათ შეუძლიათ იქონიონ ნატოს მხარდაჭერის იმედი. აშშ-ის პრეზიდენტი ასევე გამართავს საერთო შეხვედრას ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის პრეზიდენტებთან. მოსალოდნელია, რომ შეხვედრის ფარგლებში განიხილება უელსში, 4-5 სექტემბერს დაგეგნილი ნატოს სამიტის შესახებ საკითხები, მდგომარეობა უკრაინაში და ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის თხოვნა გაიზარდოს ნატოს სამხედროების რაოდენობა ამ ქვეყნებში.

XS
SM
MD
LG