Accessibility links

logo-print

აშშ: ჟურნალისტის მკვლელობის ამსახველი ვიდეო „ავთენტურია“


აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს განცხადებით, მან დაადგინა, რომ ავთენტურია ვიდეო, რომელზეც ასახულია ამერიკელ ჟურნალისტ სტივენ სოტლოფისთვის თავის მოკვეთა ჯგუფ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი ექსტრემისტების მიერ. ვიდეომასალის ავთენთურობის დადასტურებაზე 3 სექტემბერს ისაუბრა ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივანმა, კეიტლინ ჰაიდენმა. „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა 2 სექტემბერს გაავრცელეს ვიდეო, რომელზეც ასახულია 31 წლის სტივენ სოტლოფის მკვლელობა. ჟურნალისტი 2013 წელს სირიაში შეიპყრეს. შენიღბული ესქტრემისტი განმარტავს, რომ სოტლოფის მკვლელობა არის საპასუხო ზომა ერაყში, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების წინააღმდეგ შეერთებული შტატების საჰაერო დარტყმების გამო. სოტლოფი უკვე მეორე ამერიკელი ჟურნალისტია, რომლისთვის თავის მოკვეთის ამსახველი ვიდეოც „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა გაავრცელეს. ორი კვირის წინ თავის მოკვეთეს ჟურნალისტ ჯეიმს ფოულის. ექსტრემისტები იმუქრებიან კიდევ ერთი დასავლელი მძევლის მოკვლით.

XS
SM
MD
LG