Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო და პუტინი შეთანხმდნენ "პერმანენტულ ზავზე" აღმოსავლეთ უკრაინაში


უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის ცნობით, პოროშენკო და მისი რუსი კოლეგა ვლადიმირ პუტინი შეთანხმდნენ „პერმანენტულ ზავზე“ აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც რუსეთის მომხრე სეპარატისტები ებრძვიან უკრაინის ჯარებს. აპრილიდან მოყოლებული, კონფლიქტმა 2600-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. პოროშენკოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ზავზე შეთანხმდნენ პოროშენკოს და პუტინის სატელეფონო საუბრის დროს. ეს ინფორმაცია გავრცელდა ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უთხრა რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებს, რომ პუტინმა და პოროშენკომ ტელეფონით უსაუბრებს უკრაინის კრიზისზე და რომ მათი ხედვა გამოსავალზე მნიშვნელოვანწილად ემთხვევა ერთმანეთს.

XS
SM
MD
LG