Accessibility links

logo-print

ობამა ადასტურებს ესტონეთის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერს


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, მან ესტონეთს დაუდასტურა აშშ-ის მხარდაჭერა ბალტიისპირეთში რეგიონული უსაფრთხოების მიმართ და აშშ-ის შეურყეველი ერთგულება ნატოს ნებისმიერ წევრის დაცვისადმი, თავდასხმის შემთხვევაში. ტალინში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც მოჰყვა ესტონეთის და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრას, ობამამ ისაუბრა „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე“ და უკრაინისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის ეკონომიკური დახმარების აუცილებლობაზე. მისივე თქმით ესტონეთს არასოდეს მიატოვებენ მარტოს. უკრაინაში რუსეთის მოქმედებას აგრესია უწოდა ესტონეთის პრეზიდენტმა ტომას ჰენდირკ ილვესმაც: „რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ კონფლიქტის მხარეა და გადადგას რეალური ნაბიჯები, რომლებსაც კრიზისის განმუხტვა მოჰყვება“, - განაცხადა ილვესმა ტალინში, სადაც იმართება აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ოფიციალური ვიზიტი. დღესვე იმართება ობამას შეხვედრა ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის პრეზიდენტებთან. მოსალოდნელია, რომ შეხვედრის ფარგლებში განიხილება უელსში 4-5 სექტემბრის ნატოს სამიტის დღის წესრიგში შესული საკითხები, მდგომარეობა უკრაინაში და ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის თხოვნა გაიზარდოს ნატოს სამხედროების რაოდენობა ამ ქვეყნებში.

XS
SM
MD
LG