Accessibility links

ობამა აფრთხილებს "ისლამური სახელმწიფოს" წევრებს


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ აფრთხილებს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრ ექსტრემისტებს, რომ დამნაშავეები პასუხს აგებენ ორი ამერიკელი ჟურნალისტის მკვლელობისათვის. ეს განცხადება ობამამ გააკეთა ტალინში, ესტონეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ავთენთურია ვიდეო, რომელზეც ასახულია სტივენ სოტლოფისთვის - უკვე მეორე ამერიკელი ჟურნალისტისათვის - თავის მოკვეთა ჯგუფ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი ექსტრემისტების მიერ. „რასაც უნდა ფიქრობდნენ ეს მკვლელები - რომ მიაღწევენ სტივენისავით უდანაშაულო ამერიკელების მკვლელობით - მათ უკვე ხელი მოეცარათ. რადგან, ისევე როგორც ხალხი მთელს მსოფლიოში, ამერიკელებიც აღშფოთებული არიან მათი ბარბაროსობით. ჩვენ უკან არ დავიხევთ: მათი საზარელი მოქმედება მხოლოდ გვაერთიანებს როგორც ქვეყანას და აძლიერებს ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, ვაწარმოოთ ბრძოლა ამ ტერორისტების წინააღმდეგ“,- განაცხადა ობამამ მას შემდეგ, რაც დადასტურა 31 წლის ჟურნალისტ სტივენ სეტლოფის მკვლელობის ამსახველი ვიდეომასალის ავთენთურობა. „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა 2 სექტემბერს გაავრცელეს ეს ვიდეო. ჟურნალისტი 2013 წელს სირიაში შეიპყრეს. შენიღბული ექსტრემისტი განმარტავს, რომ სოტლოფის მკვლელობა არის საპასუხო ზომა ერაყში, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების წინააღმდეგ შეერთებული შტატების საჰაერო დარტყმების გამო. სოტლოფი უკვე მეორე ამერიკელი ჟურნალისტია, რომლისთვის თავის მოკვეთის ამსახველი ვიდეოც „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა გაავრცელეს. ორი კვირის წინ თავის მოკვეთეს ჟურნალისტ ჯეიმს ფოულის. ექსტრემისტები იმუქრებიან კიდევ ერთი დასავლელი მძევლის მოკვლით.

XS
SM
MD
LG