Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი: რუსეთი არ არის მხარე უკრაინაში ზავზე შეთანხმებისას


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი უარყოფს, რომ პუტინი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო შეთანხმდნენ ზავზე აღმოსავლეთ უკრაინაში. ეს უარყოფა მოჰყვა პოროშენკოს ადმინისტრაციის განცხადებას, რომ ორმა ლიდერმა სატელეფონო საუბრის დროს მიაღწია შეთანხმებას პერმანენტულ ზავზე აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც რუსეთის მომხრე სეპარატისტები ებრძვიან მთავრობის ჯარებს. პესკოვის თქმით, პუტინმა და პოროშენკომ მართლაც იმსჯელეს ნაბიჯებზე, რომლებიც ხელს შეუწყობდა ზავს, მაგრამ „რუსეთს არ შეუძლია ზავზე შეთანხმება, რადგან არ არის კონფლიქტის მხარე". მოსკოვი უარყოფს უკრაინის და დასავლეთის ბრალდებებს, რომ ჯარისკაცებს და იარაღს აგზავნის უკრაინაში.

XS
SM
MD
LG