Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის არმია: 910 ექსტრემისტი მოკლეს თალიბანის წინააღმდეგ ოპერაციის დროს


პაკისტანელი სამხედრო პირების მონაცემებით, 910 ექსტრემისტი იქნა მოკლული ალ-ყაიდის მოკავშირე მებრძოლების წინააღმდეგ რამდენიმეთვიანი ოპერაციის მსვლელობაში. არმია აცხადებს ასევე, რომ 82 ჯარისკაცი დაიღუპა და 269 დაიჭრა ოპერაციისას, რომელიც წელს ივნისში დაიწყო და მიმართული იყო თაჰრიკ-ე-თალიბანის და ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში მოქმედი სხვა ექსტრემისტული ჯგუფების წინააღმდეგ. რეგიონის ტერიტორიაზე კონტროლის აღსადგენად არმია იყენებდა საჰაერო იერიშებს, არტილერიას, ჭურვებსა და ჯარის სახმელეთო ნაწილებს. სამხედროების ცნობით, მეამბოხეებისაგან გაწმენდილია მსხვილი ქალაქები მირანშაჰი და მირ ალი, ისევე როგორც რეგიონზე გამავალი მთავარი ავტომაგშისტრალი. არმია არაფერს იუწყება სამოქალაქო მსხვერპლზე.

XS
SM
MD
LG