Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარგველაშვილი ლონდონში მართავს შეხვედრებს უელსში ნატოს სამიტის დაწყებამდე


ნატოს სამიტის დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლონდონში მართავს შეხვედრებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტში წაიკითხავს მოხსენებას თემაზე "საქართველო და ევროპის უსაფრთხოება უკრაინის კრიზისის გათვალისწინებით." პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლონდონში ხვდება აგრეთვე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს სუმა ჩაკრაბარტის. 4-5 სექტემბერს უელსში ნატოს სამიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი დაესწრება ავღანეთის მისიაში მონაწილე ქვეყნების სხდომას და შეხვდება რამდენიმე სახელწმიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს.

XS
SM
MD
LG