Accessibility links

logo-print

აშშ ერაყში აგზავნის დამატებით 350 სამხედრო მოსამსახურეს


აშშ ერაყში აგზავნის დამატებით 350 სამხედრო მოსამსახურეს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მათი თანამშრომლების დასაცავად. ამერიკელი სამხედროების საერთო რაოდენობა, რომლებიც ერაყში აშშ-ის ობიექტებს იცავენ, 820 შეადგენს. თეთრი სახლის განცხადებით, ეს სამხედროები არ ჩაერთვებიან საბრძოლო მოქმედებებში. ამერიკელი სამხედროების ერაყში გაგზავნა განიხილება, როგორც თეთრი სახლის მცდელობა შეიმუშავოს სტრატეგია რადიკალური ისლამისტურ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ გასანეიტრალებლად. ეს ჯგუფი ტერიტორიის დიდ ნაწილს ერაყსა და სირიაში. „მიმდინარე კვირაში პრეზიდენტი კონსულტაციებს გამართავს ნატოს წარმოამდგენლებთან. განიხილება საკითხები თუ რა დამატებითი ზომები შეიძლება იქნას მიღებული ისლამისტების წინააღმდეგ. განსახილველ საკითხთა შორის იქნება საერთაშორისო კოალიციის შექმნა, რომელიც დაიცავს როგორც ჩვენს პერსონალს, ასევე მხარს დაუჭერენ ჩვენს პარტნიორებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG