Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ცდილობს დაადგინოს ისლამისტების მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერის ავთენტურობა


აშშ ცდილობს დაადგინოს ისლამისტი რადიკალების მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერის ავთენტურობა, რომელშიც ასახულია, როგორ აჭრის თავს ამერიკელ ჟურნალისტს სტივენ სოტლოფს, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი. ვიდეოჩანაწერში ნიღბიანი ექსტრემისტი კიდევ ერთ ტყვეს ემუქრება და სხვადასხვა სახელმწიფოსგან მოითხოვს, დაშალონ ალიანსი ისლამისტების წინააღმდეგ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს „აბსოლუტურად ამაზრზენი აქტი“ უწოდა. გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი აცხადებს, რომ აღშფოთებულია ჟურნალისტის მკვლელობის გამო. დასავლეთის ქვეყნების ლიდერებმა მოითხოვეს კონფერენციის მოწვევა, რომელზეც აპირებენ გადაწყვიტონ, როგორ ებრძოლონ „ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტებს. თუ ვიდეოჩანაწერის ავთენტურობა დამტკიცდა, 31 წლის სოტლოფი იქნება უკვე მეორე ამერიკელი ჟურნალისტი, რომელსაც თავი მოკვეთეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა და ეს მასალა ინტერნეტში გამოაქვეყნეს. პირველი ვიდეოჩანაწერი, რომელიც ჯეიმს ფოულის მკვლელობას ასახავს, 20 აგვისტოს გამოქვეყნდა. სტივენ სოტლოფი ექსტრემისტებმა 2013 წლის აგვისტოში შეიპყრეს სირიაში. ის იყო ჟურნალ „ტაიმის“, აგრეთვე გამოცემების „ნეშნლ ინტერესტის“ და „ფორინ პოლისის“ კორესპონდენტი.

XS
SM
MD
LG