Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის მინისტრთა ახალი კაბინეტი დაასახელდა


იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მდივანმა იოსშიჰიდე სუგამ მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობა დაასახელა. 18 პოსტიდან ხუთს ქალი იკავებს. იაპონიის მინისტრთა კაბინეტის ძირითადმა მინისტრებმა პოსტები შეინარჩუნეს, მათ შორის ფინანსთა, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა. პირველად 2001 წლიდან ხუთ პოსტს ქალი მინისტრები დაიკავებენ. რამდენიმე ხნით ადრე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ განაცხადა, რომ ის გეგმავს, ქალებს მეტი ძალაუფლება მისცეს. მისი თქმით, 2020 წლისთვის სახელმწიფო უმაღლესი პოსტების მესამედს ქალები დაიკავებენ.

XS
SM
MD
LG