Accessibility links

logo-print

პუტინი იმედოვნებს, რომ 5 სექტემბერს მიაღწევენ შეთანხმებას უკრაინის კრიზისზე


რუსეთის პრეზიდენტი ვლადმირ პუტინი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინა და რუსეთის მომხრე სეპარატისტები 5 სექტემბრის მოლაპარაკებისას შეთანხმდებიან ზავზე, ასევე გეგმაზე კონფლიქტისთვის ბოლოს მოსაღებად. პუტინმა მონღოლოეთში ვიზიტისას უთხრა ჟურნალისტებს, რომ ორივე მხარემ უნდა შეწყვიტოს „აქტიური თავდასხმითი ოპერაციები“, ხოლო უკრაინის ჯარებმა ბოლო მოუღონ მშვიდობიანი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ სამხედრო ავიაციის გამოყენებას. პუტინის თქმით, მან უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ თვითმფრინავში, მონღოლეთში ფრენისას მოიფიქრა შვიდ-პუნქტიანი გეგმა ზავის მისაღწევად. პუტინის გეგმა ასევე ითვალისწინებს ტყვეების გაცვლას, ჰუმანიტარული დახმარების დერეფნებს და ზავის უცხოელი მეთვალყურეების განთავსებას.

XS
SM
MD
LG