Accessibility links

logo-print

ობამა: ნატოს კარი ღია უნდა იყოს ახალი წევრებისთვის, რუსეთის აგრესიასთან დასაპირისპირებლად


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ნატოს მოუწოდებს უკრაინის არმიის გაძლიერებაში დახმარებისაკენ და ფიქრობს, რომ ნატოს კარი ღია უნდა იყოს ახალი წევრებისათვის რუსეთის აგრესიასთან დასაპირისპირებლად. ობამამ ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ესტონეთში ვიზიტისას, ნატოს სამიტზე დასასწრებად უელსში გამგზავრებამდე. „ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ ნატოს სხვა პარტნიორების, მათ შორის საქართველოსა და მოლდავეთის დასახმარებლად და უნდა გავაძლიეროთ მათი თავდაცვაც“, განაცხადა ობამამ ტალინში, ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ობამამ რუსეთი დაადანაშაულა "თავხედურ თავდასხმაში" უკრაინაზე, რომლის ჯარიც იბრძვის რუსეთის მომხრე სეპარატისტების წინააღმდეგ. თავის მხრივ, ესტონეთის პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლები არის რუსეთის აგრესია და რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ კონფლიქტის მხარეა.

XS
SM
MD
LG