Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ჩატარდება აშშ-ისა და მისი მოკავშირეების სამხედრო წვრთნები


შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ უკრაინაში. პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მანევრები 13-დან 26 სექტემბრამდე ჩატარდება დასავლეთ უკრაინაში, ნატოს წევრი პოლონეთის საზღვრის მახლობლად. ყოველწლიურ წვრთნებში ამერიკელ და პოლონელ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ბრიტანელი, ბულგარელი, ესტონელი, გერმანელი, ლიტველი, რუმინელი, ნორვეგიელი და მოლდაველი ჯარისკაცები. მანევრები ემსახურება,პირველ რიგში, სამშვიდობო მისიებისათვის მზადყოფნას. უკრაინაში ყოველწლიური წვრთნები ივლისისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ გადაიდო, რადგან დაგეგმავს ხელი შეუშალა აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლამ მთავრობის ჯარებსა და რუსეთის მომხრე სეპარატისტებს შორის.

XS
SM
MD
LG