Accessibility links

საფრანგეთი უარს ამბობს რუსეთისათვის „მისტრალის“ გადაცემაზე


საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის ადმინისტრაციის განცხადებით, საფრანგეთი უარს ამბობს სამხედრო ხომალდ „მისტრალის“ რუსეთისათვის გადაცემაზე. მიზეზად სახელდება პარიზის შეშფოთება აღმოსავლეთ უკრაინაში მოსკოვის მოქმედებით. რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, იური ბორისოვმა განაცხადა, რომ საფრანგეთის გადაწყვეტილება არასასიამოვნოა, მაგრამ არ წარმოადგენს ტრაგედიას რუსეთის კვლავ შეიარაღების და რეფორმების გეგმისთვის. შეერთებულ შტატებსა და სხვა მოკავშირეებს აქამდე არაერთხელ მოუწოდებიათ საფრანგეთისათვის, გაეუქმებინა მოსკოვისთვის „მისტრალის“ კლასის სამხედრო ხომალდების მიწოდების გეგმა. პირველი ხომალდი რუსეთს ოქტომბერში უნდა მიეღო. აქამდე საფრანგეთი უარს ამბობდა გეგმის გაუქმებაზე და მიზეზად ასახელებდა მრავალმილიარდიან შეთანხმებაზე უართან დაკავშირებულ მძიმე ზარალს. პარიზის გადაწყვეტილება, უარი ეთქვა რუსეთისთვის „მისტრალის“ გადაცემაზე, მოჰყვა სამხედრო მრჩევლებთან საფრანგეთის პრეზიდენტის შეხვედრას.


XS
SM
MD
LG