Accessibility links

logo-print

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა უარყო პუტინის სამშვიდობო გეგმა


უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა უარყო რუსეთის პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმა, როგორც დასავლეთის მოტყუების მცდელობა უელსში ნატოს სამიტის დაწყებამდე და ძალისხმევა მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების თავიდან ასაცილებლად. იაცენიუკმა 3 სექტემბერს განაცხადა აგრეთვე, რომ უკრაინა გააძლიერებს რუსეთთან საზღვარს და ნატოს მიმართავს უკრაინისათვის საგანგებო პარტნიორის სტატუსის მინიჭების თხოვნით. აღმოსავლეთ უკრაინაში აპრილიდან მიმდინარეობს რუსეთის მომხრე სეპარატისტების ბრძოლა უკრაინის ჯარებთან, მოსკოვი უარყოფს კიევისა და დასავლეთით ბრალდებებს, რომ მებრძოლებით და იარაღით ეხმარება სეპარატისტებს. 3 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენმტა ვლადმირ პუტინმა გამოაცხადა, რომ შვიდპუნქტიანი გეგმა მოამზადა აღმოსავლეთ უკრაინაში ზავის მისაღწევად მას შემდეგ, რაც ტელეფონით ესაუბრა უკრანელ კოლეგა პეტრო პოროშენკოს.

XS
SM
MD
LG