Accessibility links

ნიუპორტში ნატოს სამიტი იხსნება


4 სექტემბერს დიდ ბრიტანეთში, უელსში, ქალაქ ნიუპორტში იხსნება ნატოს ორდღიანი სამიტი, რომელზეც ყურადღება გამახვილდება აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და დამტკიცდება ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრების გაძლიერების გეგმა გეგმა. აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ნატოს წევრი სხვა ქვეყნების ლიდერები იმსჯელებენ სტრატეგიაზე, რომლითაც უნდა გაუმკლავდნენ რუსეთის აგრესიას უკრაინის აღმოსავლეთში. ნატო აცხადებს, რომ სეპარატისტებს კრემლი უჭერს მხარს. რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ უარყო ეს ბრალდება. სამიტის დაწყებამდე უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციას მიაწვდის აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერებს. ნატოს სამიტამდე აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა იმყოფებოდა ესტონეთში, სადაც ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის ლიდერებს შეხვდა. ესტონეთის პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას სურს ნატოს მუდმივი ბაზის განთავსება რუსეთიდან სავარაუდო საფრთხეებისგან თავის დასაცავად. ესტონეთში ყოფნისას ობამამ განაცხადა, რომ ალიანსი მეტად უნდა დაეხმაროს პარტნიორებს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, მათ შორის - საქართველოსა და მოლდავეთს.

XS
SM
MD
LG