Accessibility links

logo-print

ჯონ კერი შეხვდა პალესტინის დელეგაციას


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი შეხვდა პალესტინის დელეგაციას, რომელსაც მთავარი მომლაპარაკებელი საებ ერეკატი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე იმსჯელეს ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების გზებზე. 3 სექტემბრის შეხვედრას ჯონ კერიმ უწოდა „კონსტრუქტიული“. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ საკიმ განაცხადა, რომ მხარეები მომავალ კვირებში კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს. პალესტინის დელეგაციასთან კერის შეხვედრა იყო პირველი პირისპირ შეხვედრა ისრაელის მიერ ღაზაში სამხედრო კამპანიის დაწყებიდან. ჯენ საკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და პალესტინელებმა იმსჯელეს ისრაელის ბოლოდროინდელ განცხადებაზე - დასავლეთ ნაპირზე, ბეთლემთან ახლოს 400 ჰექტარი მიწის მითვისების განზრახვაზე. აშშ-მა ისრაელს ამ გეგმის უარყოფისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG