Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თალიბანმა" თავდასხმა განახორციელა ავღანეთის აღმოსავლეთში


ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, „თალიბანის“ მეომრებმა განახორციელეს იერიში ქვეყნის აღმოსავლეთის ქალაქ ღაზნიში მდებარე სახელისუფლებო შენობაზე. ღაზნის გუბერნატორის მოადგილემ განაცხადა, რომ თვითმკვლელმა თავდამსხმელმა უშიშროების ეროვნული დირექტორატის შენობასთან დანაღმულ მანქანაში აიფეთქა თავი. აფეთქების შემდეგ შეიარაღებული პირები შეეცადნენ შენობის აღებას. არსებული ინფორმაციით, დაიღუპა სულ ცოტა სამი მშვიდობიანი მოქალაქე და ერთი პოლიციელი. დაიჭრა დაახლოებით 60 ადამიანი. ღაზნის გუბერნატორის თანახმად, უშიშროების ძალებმა რვა შეიარაღებული პირი მოკლეს. „თალიბანის“ წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ დაჯგუფება იღებს პასუხისმგებლობას ღაზნიში თავდასხმაზე.

XS
SM
MD
LG