Accessibility links

logo-print

ლევან დოლიძის თქმით, საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდება ნატოს


ნატოს ახალი პაკეტი, რომელსაც საქართველო უელსის სამიტის შედეგად მოელის, ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გამაძლიერებელ ელემენტებსაც მოიცავს - განუცხადა ჟურნალისტებს ნატოში საქართველოს წარმომადგენელმა ლევან დოლიძემ. მისი თქმით, ახალი პაკეტის საფუძველზე საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს კიდევ უფრო დაუახლოვდება. ლევან დოლიძეს იმედი აქვს, რომ უელსის სამიტზე საქართველო ამ ეტაპისთვის მაქსიმალურ შედეგს მიაღწევს.

XS
SM
MD
LG