Accessibility links

logo-print

რასმუსენი: რუსეთი თავს ესხმის უკრაინას


ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა უელსში, ნატოს სამიტის დაწყების წინ განაცხადა, რომ „რუსეთი თავს ესხმის უკრაინას“ და აგრძელებს ვითარების დესტაბილიზაციას უკრაინის აღმოსავლეთში მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის გეგმისა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დასახა. რასმუსენმა თქვა, რომ მთავარია არა რუსეთის სიტყვები, არამედ მისი ქმედებები ადგილზე. მან დაამატა, რომ ნატოს ქვეყნების ლიდერები სამიტზე გადადგამდნენ ნაბიჯებს იმ საფრთხის საპასუხოდ, რომელიც ამ კრიზისმა შეუქმნა წევრ სახელმწიფოებს. ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ნატოს ლიდერები შეხვდებოდნენ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს და მიიღებდნენ „ერთობლივ დეკლარაციას, სადაც ასახული იქნებოდა კონკრეტული ნაბიჯები“ უკრაინასთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

XS
SM
MD
LG