Accessibility links

logo-print

საქართველოს დელეგაცია რამდენიმე შეხვედრას დაესწრება ნატოს სამიტის ფარგლებში


საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, რომელიც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით უელსში, ნატოს სამიტს ესწრება, დღეს რამდენიმე შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ნატოს წევრი და ასპირანტი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომას დაესწრება. ალიანსის ასპირანტები არიან საქართველო, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მონტენეგრო და მაკედონია. დღესვე თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მიიღებს მონაწილეობას ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში. უელსის სამიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ავღანეთის საკითხს მიეძღვნება და მას საქართველოს პრეზიდენტი გორგი მარგველაშვილიც დაესწრება.

XS
SM
MD
LG