Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის კომისია რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს


ევროკავშირის კომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი რაუნდის პროექტი წარადგინა. ამ დოკუმენტის მიხედვით, რომელიც რადიო თავისუფლებამ 3 სექტემბერს მოიპოვა, ევროპის კაპიტალის ბაზრები სახელმწიფო ბანკების შემდეგ დაიხურება სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი თავდაცვითი და ნავთობის კომპანიებისათვის და დამატებითი შეზღუდვები დაწესდება რუსეთში სენსიტიური ტექნოლოგიების ექსპორტზე, რომელსაც ორმაგი - სამოქალაქო და სამხედრო დანიშნულება აქვთ. მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად დამატებითმა ნაბიჯებმა, რომლებიც ასახულია ამ დოკუმენტში, როგორიცაა რუსეთის მონაწილეობის შეზღუდვა კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში, მათ შორის 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, ვერ მოიპოვა მხარდაჭერა. ევროკავშირის მთავრობები ამ დოკუმენტს კენჭს 5 სექტემბერს უყრის.

XS
SM
MD
LG