Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო ავღანეთს საარჩევნო დისპუტის გადაჭრისკენ მოუწოდებს


ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ავღანეთში პრეზიდენტობის მეტოქე კანდიდატებს მოუწოდა გადაჭრან უთანხმოება არჩევნებთან დაკავშირებით, რომელმაც გადაავადა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია. ავღანეთმა ხელი უნდა მოაწეროს შეთანხმებას უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელიც საშუალებას მისცემს ალიანსს საწვრთნელი მისია გააგზავნოს ქვეყანაში. რასმუსენმა განცხადებით მას იმედი აქვს, რომ დროზე მოხერხდება დოკუმენტის ხელისმოწერა და ნატოს შეძლებს მისიის დაწყებას 2015 წლის 1 იანვრიდან. ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 14 ივნისს ჩატარდა. პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა - აბდულა აბდულამ და აშრაფ ღანიმ თავი გამარჯვებულად გამოაცხადეს. წესით ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 2 აგვისტოს უნდა შემდგარიყო.

XS
SM
MD
LG