Accessibility links

logo-print

ნატოს წარმომადგენელი: უკრაინის ტერიტორიაზე ათასობით რუსი სამხედრო და ტანკი იმყოფება


უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის რამდენიმე ათასი სამხედრო და ასობით ტანკი იმყოფება - განუცხადა ნატოს წარმომადგენელმა „როიტერის“ სააგენტოს. ნატოს მაღალჩინოსანმა, რომელმაც სააგენტოს სთხოვა მისი ვინაობა არ დაესახელებინათ, „როიტერს“ უთხრა: „ჩვენ ისევ ვხედავთ რამდენიმე ათას რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენელს უკრაინის ტერიტორიაზე. ისინი აღჭურვილნი არიან ასობით ტანკით და ჯავშანმანქანით, ასე რომ უკრაინაში რუსეთის ძალების განლაგება საგრძნობლად არ შეცვლილა“. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის 20 ათასამდე ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან ახლოსაა განლაგებული. მანამდე ნატომ განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაში ათასზე მეტი ჯარისკაცი ჰყავდა განთავსებული და არსებობდა ცხადი მტკიცებულებები, რომ რუსეთი ჩართული იყო უკრაინასა და სეპარატისტებს შორის მიმდინარე კონფლიქტში. რუსეთი ამას უარყოფს.

XS
SM
MD
LG