Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიუპოლთან შეტაკებებია უკრაინელ ჯარისკაცებსა და სეპარატისტებს შორის


ცნობების თანახმად, მარიუპოლთან - სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქთან - მიმდინარეობს შეტაკებები უკრაინელ ჯარისკაცებსა და რუსეთის მომხრე სეპარატისტებს შორის. ცნობების თანახმად, შავი კვამლი ჩანს გზაზე, რომელიც მეამბოხეების მიერ გაკონტროლებულ ქალაქ ნოვოაზოვსკს აკავშირებს მარიუპოლთან. ამ გზაზე გადაადგილდება მეამბოხეების ტანკებისა და სხვა მძიმე შეიარაღების კოლონა. უკრაინელი სამხედროები და მარიუპოლის ათასობით მკვიდრი ბოლო რამდენიმე დღე ემზადებოდნენ ქალაქის დასაცავად. გაეროში უკრაინის ელჩის, იური სერგეევის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა და მოქალაქეებმა მოიგერიეს მარუპოლზე მეამბოხეების თავდასხმა, მაგრამ ბრძოლა გრძელდება.

XS
SM
MD
LG