Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რასმუსენი საჭიროდ მიიჩნევს რუსეთის მიმართ უფრო მკაცრ სანქციებს


ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უფრო მკაცრი სანქციები უნდა მიიღოს რუსეთის წინააღმდეგ, თუ ის გააგრძელებს უკრაინაში ინტერვენციას. ამის შესახებ რასმუსენმა განაცხადა უელსში, სადაც 4 სექტემბერს დაიწყო ნატოს სამიტი. ჟურნალისტებს რასმუსენთან ერთად მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, რომლის თქმითაც, რუსეთი „უხეშად არღვევს“ უკრაინის სტაბილურობას. ხოლო 4 სექტემბერს უფრო ადრე, ნატოს სამიტის დაწყებამდე რასმუსენმა განაცხადა, რომ „რუსეთი თავს ესხმის უკრაინას“ და აგრძელებს ვითარების დესტაბილიზაციას უკრაინის აღმოსავლეთში მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის გეგმისა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დასახა. რასმუსენის თქმით, ნატოს ქვეყნების ლიდერები სამიტზე გადადგამენ ნაბიჯებს იმ საფრთხის საპასუხოდ, რომელიც ამ კრიზისმა შეუქმნა წევრ სახელმწიფოებს.

XS
SM
MD
LG