Accessibility links

logo-print

მინსკში გაიმართება უკრაინის, რუსეთისა და ეუთოს სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა


მინსკში გაიმართება დღეს უკრაინის, რუსეთისა და ეუთოს სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა უკრაინის აღმოსავლეთში სიტუაციის დასარეგულირებლად. ხუთშაბათს, უელსში ნატოს სამიტზე ჟურნალისტებთან საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ შეხვედრა პარასკევს, 14:00 საათზე უნდა შედგეს. მისი სიტყვებით, შეხვედრაზე ხელი უნდა მოეწეროს დოკუმენტს, რომელიც გამოაჩენს უკრაინაში სამშვიდობო გეგმის რეალიზაციის კონტურებს. დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელი ალექსანდრ ზახარჩენკო ამბობს, რომ მისი ხალხი ასევე მიადევნებს თვალს ცეცხლის შეწყვეტის პროცესს, თუკი კიევის წარმომადგენლები მინსკში შეხვედრაზე ხელს მოაწერენ მშვიდობიანი დარეგულირების გეგმას. რამდენიმე ხნით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წამოაყენა შვიდპუნქტიანი სამშვიდობო გეგმა უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე, რომელიც გულისხმობს დამკვირვებლების შეყვანასა და დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას იმ შემთხვევაში, თუკი სეპარატისტები შეინარჩუნებენ დაპყრობილი ოლქების მმართველობას.

XS
SM
MD
LG