Accessibility links

გიორგი მარგველაშვილი: ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღე არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ნატოსთვის


საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უელსის ნატო-ს სამიტის მიმდინარეობა შეაფასა. როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღე არა მარტო საქართველოსთვის, არამედ იმ პრობლემებისთვის, რაც დგას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინაშე. "ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური შეხვედრების დროს მოკავშირეებთან კიდევ ერთხელ გვესაუბრა ჩვენი ჩართულობის, ჩვენი მომავალი გეგმების შესახებ. მე მინდა კიდევ ერთხელ დავუდასტურო ქართველ ხალხს, რომ ფაქტობრივად ყველა ქვეყანა ძალიან აფასებს საქართველოს როლს, იმ პროგრესს, რასაც საქართველომ მიაღწია და იმ წინ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენ გვახლოვებს ალიანსის წევრობისკენ", -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

XS
SM
MD
LG