Accessibility links

logo-print

საქართველოს აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ეწვევა


6 სექტემბერს თბილისს ეწვევა აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჩაკ ჰეიგელი - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან ავრცელებს. ჩაკ ჰეიგელი ქართველ კოლეგას ირაკლი ალასანიას შეხვდება. დაგეგმილია თავდაცვის მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენციაც. 6 სექტემბერსვე ჰეიგელი ესტუმრება კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრს, სადაც სიტყვით მიმართავს ქართველ და ამერიკელ სამხედროებს.

XS
SM
MD
LG