Accessibility links

logo-print

მარიუპოლში არსებული მდგომარეობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება


გვიან ღამით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარიუპოლში, პრორუსულად განწყობილმა ძალებმა გამოიყენეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები „გრადი“ და „ურაგანი“, ასევე თვითმავალი საარტილერიო დანადგარები და დაიწყეს შეტევა ქალაქის განაპირა რაიონებზე. სოციალურ ქსელებში ასევე განთავსდა ალმოკიდებული ქალაქის ფოტოები. თუმცა უკრაინის ძალოვანი ოპერაციის პრესცენტრის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ჰაკერული შეტევა მოხდა მათ საიტზე. როგორც პრესცენტრის განცხადებაშია ნათქვამი, არასწორია გავრცელებული ინფორმაცია „მარიუპოლის გარშემო რუსეთის ფედერაციის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის მობილიზების თაობაზე“. გაზეთ „კომერსანტის“ კორესპონდენტმა ილია ბარაბანოვმა, რომელმაც ფეისბუკზე თავის გვერდზე ცეცხლში გახვეული მარიუპოლის ფოტო განათავსა, განაცხადა, რომ მას არასწორად გაუგეს და ფოტო სოციალური ქსელიდან წაშალა. ჟურნალისტის ინფორმაციით, ცეცხლი გახსნილია ქალაქის მახლობლად ბლოკპოსტებთან - თავად ქალაქს არავინ არ ესვრის.

XS
SM
MD
LG