Accessibility links

ნატო უკრაინას ძალოვანი სტრუქტურების გაძლიერებისთვის 15 მილიონი ევროთი დაეხმარება


ნატო უკრაინას ძალოვანი სტრუქტურების გაძლიერებისთვის 15 მილიონი ევროთი დაეხმარება, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა უელსში, უკრაინა-ნატოს კომისიის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ნატო უკრაინას დახმარებას გაუწევს, რათა გაამყაროს უკრაინის ძალოვანი სტრუქტურები ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა კიბერუსაფრთხოება, ლოგისტიკა, კონტროლი და კომუნიკაცია, ასევე ბრძოლებში დაშავებული ჯარისკაცების რეაბილიტაცია.

XS
SM
MD
LG