Accessibility links

logo-print

საქართველო იღებს ალიანსთან ურთიერთობის ახალ სტატუსსა და „ოქროს ბარათს“


საქართველო, შვედეთთან, ფინეთთან, ავსტრალიასთან და იორდანიასთან ერთად, ნატოს უელსის სამიტზე ალიანსთან ურთიერთობის ახალ სტატუსს და "ოქროს ბარათს" მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ შვედურ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით, „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, "ოქროს ბარათის" მიღების შემდეგ ეს ქვეყნები ნატოს ნომერ პირველ პარტნიორად განიხილებიან, რაც ნიშნავს ალიანსთან გაძლიერებულ თანამშრომლობას ნატოს წევრობის გარეშე. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, "ოქროს ბარათის" ჯგუფის ქვეყნები ეს არის ქვეყნები, რომლებიც უკვე გამოიკვეთნენ, როგორც ყველაზე თავსებადი პარტნიორები. ამის შესახებ ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს უელსში განუცხადა. მისივე თქმით, ამ ჯგუფის ქვეყნებს ასევე განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში.

XS
SM
MD
LG