Accessibility links

GRASS-ი გამოდის ინიციატივით, კრიმინოგენულ სიტუაციას მიეძღვნას დისკუსია


"საქართველოს რეფორმების ასოციაცია" (GRASS), რომელიც მედია პროექტ "ფაქტ-მეტრის" მეშვეობით არსებული კრიმინოგენული სიტუაციის ანალიზშია ჩართული, გამოდის ინიციატივით, რომ მომავალ კვირაში აღნიშნული საკითხის განსახილველად დისკუსია გამართოს. ამის შესახებ ნათქვამია "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. "ბოლოდროინდელი ტრაგიკული მოვლენების ფონზე, ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური ვითარება საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მწვავე განსჯის საგანი გახდა. საზოგადოების ნაწილი შეშფოთებულია და მიაჩნია, რომ კრიმინოგენური ვითარება წინა წლებთან შედარებით გაუარესებულია, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს განცდა მედიის მიერ ამ აქტიური ფაქტების გაშუქების შედეგია. აღნიშნული თემით სპეკულირება დაუშვებელია, ვინაიდან ეს კიდევ უფრო გააუარესებს არსებულ სურათს. შესაბამისად, შემდგომი გამწვავების თავიდან არიდების მიზნით, საზოგადოებაში ამ საკითხის შესახებ ობიექტური და სრულყოფილი სურათის ჩამოყალიბება აუცილებელია“.

XS
SM
MD
LG