Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში დაიწყო მოლაპარაკებები უკრაინასა და სეპარატისტებს შორის


მინსკში დაიწყო მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებსა და პრორუს სეპარატისტებს შორის. მოლაპარაკებებს ასევე ესწრებიან რუსეთისა და ეუთოს წარმომადგენლები. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და სეპარატისტთა ლიდერებმა მანამდე განაცხადეს, რომ მზად არიან ცეცხლის შესაწყვეტად, თუ მოილაპარაკებენ ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების გზებზე. მანამდე 3 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა დასახა ცეცხლის შეწყვეტის გეგმა, რომლის მიხედვითაც სეპარატისტებმა უნდა შეწყვიტონ შეტევა, სამთავრობო ძალებმა კი უნდა დატოვონ პოზიციები, საიდანაც მათ არტილერიას მშვიდობიან მოქალაქეებზე იერიშის განხორციელება შეუძლია.

XS
SM
MD
LG