Accessibility links

logo-print

საქართველომ გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული" წარადგინა „ოსკარზე“


საქართველომ ამერიკული კინოაკადემიის უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ნომინაციაზე გიორგი ოვაშვილის "სიმინდის კუნძული" წარადგინა. ამის შესახებ გადაწყვეტილება კულტურის სამინისტროში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრის შედეგად. კონკურსში კიდევ სამი ქართული ფილმი მონაწილეობდა - თინათინ ყაჯრიშვილის "პატარძლები", ლევან კოღუაშვილის "პაემნები" და მარიამ ქაცარავას "ზღვარი". კინოაკადემიის საბოლოო ნომინაციაში მოსახვედრად ფილმმა კიდევ ერთი შერჩევა უნდა გაიაროს, რომლის გავლის შემთხვევაშიც "სიმინდის კუნძული" უკვე ოფიციალურად წარდგება "საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის" კატეგორიაში ნომინანტად. „ოსკარზე“ კანდიდატი ფილმების წარსადგენად ბოლო ვადა 1 ოქტომბერია. კინოაკადემია ნომინაციებს 2015 წლის 15 იანავრს გამოაცხადებს. დაჯილდოვების ცერემონია 22 თებერვალს ჩატარდება.

XS
SM
MD
LG