Accessibility links

logo-print

უელსში დასრულდა ნატოს სამიტი


5 სექტემბერს უელსში დასრულდა ნატოს სამიტი ტრადიციული კომუნიკეთი. მასში ასახულია ყველა ის შეთანხმება და რეკომენდაცია, რომლებიც ევროატლანტიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად მიიღეს ალიანსის წევრი სახელმწიფოების მეთაურებმა. დოკუმენტის 93- მუხლი საქართველოს შეეხება და მასში ნათვქამია, რომ ნატო საგანგებო პაკეტით გააძლიერებს საქართველოს თავდაცვა და ურთიერთქმედებას ალიანსთან, რაც დაეხმარება ქვეყანას, მოემზადოს ალიანსში გაწევრიანებისათვის. ნატო-ს ლიდერები შეთანხმდნენ საქართველოსთვის გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტის გადაცემაზე, რომელიც საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის მომზადებაში დაეხმარება. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფორ რასმუსენმა ნატოს სამიტზე, უელსში განაცხადა. მისივე თქმით, ნატო-ს ლიდერები შეთანხმდნენ საქართველოს, იორდანიისა და მოლდოვასთვის თავდაცვითი შესაძლებლობების შექმნის ინიციატივის გაფართოვებაზე. მან ასევე თქვა, რომ საქართველო ერთ-ერთია იმ ხუთ ქვეყანას შორის, რომლებიც ნატოსთან თანამშრომლობის დამატებით შესაძლებლობებს ეძიებენ. დანარჩენი ოთხი ქვეყანა ავსტრალია, ფინეთი, იორდანია და შვედეთია. "თითოეული ქვეყნის ნატო-ში წევრობა განიხილება მისი კონკრეტული მიღწევების საფუძველზე. არანაირ მესამე ქვეყნებს არ ექნებათ უფლება ნატო-ს გაფართოებაზე ვეტოს დადების. ყველა კანდიდატს მოუწევს კიდევ უფრო მეტი გააკეთოს სხვადასხვა სფეროში და ჩვენ უზრუნველყოფთ მათ იმ მხარდაჭერით, რომელსაც ისინი საჭიროებენ", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

XS
SM
MD
LG