Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიმინდის კუნძული „ოსკარზე“ წარადგინეს


სიმინდის კუნძული „ოსკარზე“ წარადგინეს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:19 0:00

5 სექტემბერს კულტურის სამინისტრომ საქართველოდან ოსკარზე წარსადგენი ფილმი დაასახელა. უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში მონაწილეობის მისაღებად თერთმეტკაციანმა ჟიურიმ გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული“ შეარჩია. კონკურსში ასევე მონაწილებდნენ თინათინ ყაჯრიშვილის „პატარძლები“, ლევან კოღუაშვილის „შემთხვევითი პაემნები“ და მარიამ ქაცარავას „ზღვარზე“. ასევე ესტონეთის მიერ ოსკარზე წარდგენილია ქართულ-ესტონური ფილმი, ზაზა ურუშაძის „მანდარინები“, რომელიც ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს ეხება. ოსკარის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 2015 წლის 22 თებერვალს გაიმართება.

XS
SM
MD
LG