Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ომის რუსმა ვეტერანებმა გააპროტესტეს რუსეთის ჩართულობა უკრაინის კონფლიქტში


ავღანეთის ომის ვეტერანებმა რუსეთის დასავლეთით მდებარე ქალაქ ბრიანსკში აქცია ჩაატარეს და გააპროტესტეს რუსეთის ჩართულობა უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში. ავღანეთის ომის ვეტერანთა კავშირის ადგილობრივი ფილიალის ათზე მეტმა წევრმა პლაკატები აღმართეს წარწერით „არა ომს უკრაინაში!“ და „არა მეორე ავღანეთს!“. კავშირის ლიდერმა, ვლადიმირ ბარაბანოვმა, რომელიც საბჭოთა კავშირსა და ავღანეთს შორის ომში 1986-88 წლებში იბრძოდა, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მეორე აქციას ბრიანსკში 13 სექტემბერს ჩაატარებდნენ. ორივე აქცია სანქცირებულია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. ბარაბანოვმა განაცხადა, რომ მათი ფილიალის თვალსაზრისს არ იზიარებდა რუსეთის ავღანეთის ომის ვეტერანთა კავშირი

XS
SM
MD
LG