Accessibility links

logo-print

ავღანეთმა ხმების გადათვლა დაასრულა


ავღანეთის საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დასრულდა ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების 8 მილიონი ბიულეტენის აუდიტი. ნურ მუჰამედ ნურმა, დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა 5 სექტემბერს განაცხადა, რომ 24 საათის განმავლობაში გადაუგზავნიდა შედეგებს სააპელაციო უწყებას, რომელსაც, თავის მხრივ, 48 საათი აქვს, რათა განიხილოს შედეგები და შეადგინოს საჩივრები. საარჩევნო აუდიტის საბოლოო შედეგი მომავალი კვირის დასაწყისში უნდა გამოცხადდეს. აშშ-ის მონაწილეობით მიღწეული შეთანხმების მიხედვით საპრეზიდენტო კანდიდატებმა - აბდულა აბდულამ და აშრაფ ღანიმ დათქვეს, რომ მიიღებდნენ აუდიტის შედეგებს და ჩამოაყალიბებდნენ ეროვნული თანხმობის მთავრობას.

XS
SM
MD
LG