Accessibility links

logo-print

უკრაინის ზავი ძალაშია, ევროკავშირი რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს


გავრცელებული ცნობებით, უკრაინის აღმოსავლეთში პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტები და სამთავრობო ძალები დიდწილად იცავენ 5 სექტემბერს საღამოს ამოქმედებულ ზავს. ორი მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს დარღვევებში, მაგრამ, როგორც იუწყებიან, ამ ეტაპზე სიმშვიდეა დონეცკში, სადაც აეროპორტთან მიმდინარეობდა ბრძოლა და სამხრეთის საპორტო ქალაქი მარიუპოლში. უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია კონფლიქტის გრძელვადიანი გადაჭრისთვის დაიწყოს მუშაობა. კონფლიქტი აპრილში დაიწყო და მას 2,600 ადამიანი შეეწირა. სეპარატისტების განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფონზე უცვლელი რჩება უკრაინისგან განცალკევების მათი მიზანი. შეთანხმებას სკეპტიკურად ეკიდებიან დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც რუსეთს სეპარატისტების სამხედრო ძალით და იარაღით მომარაგებაში სდებენ ბრალს. რუსეთი უარყოფს კონფლიქტში რაიმე პირდაპირი ფორმით მონაწილეობას. ზავის ამოქმედების ფონზე, 5 სექტემბერს, ევროკავშირი შეთანხმდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების თაობაზე. ახალი ზომები ოფიციალურად 8 სექტემბერს უნდა დამტკიცდეს, თუმცა დიპლომატები აცხადებენ, რომ ზავის შენარჩუნების და რუსეთის მხრიდან უკრაინიდან თავისი ძალების გაყვანის შემთხვევაში შესაძლებელია ისინი გაუქმდეს.

XS
SM
MD
LG