Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ „რეაგირებას მოახდენს“ ევროკავშირის მიერ სანქციების გამკაცრებაზე


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსკოვი რეაგირებას მოახდენს ევროკავშირის მხრიდან მისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე, უკრაინის კრიზისში მის მიერ შესრულებული როლის გამო. საგარეო საქმეთა სამინისტრო 6 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, ახალი სანქციების დაწესების შემთხვევაში „ჩვენი მხრიდან აუცილებლად იქნება რეაქციაო“. დამატებითი სანქციების შესახებ ევროკავშირმა 5 სექტემბერს განაცხადა, თუმცა დასძინა, რომ შეიძლება ისინი გაუქმდეს, თუკი მოსკოვი უკრაინიდან თავის სამხედროებს გაიყვანს და აღმოსავლეთ უკრაინაში შენარჩუნდება ზავი პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტებსა და სამთავრობო ძალებს შორის. ახალი სანქციებით გაიზრდება იმ პირთა სია, რომლებსაც 28 წევრიან ბლოკში შესვლა აკრძალული აქვთ და ვისი აქტივებიც გაყინულია. ამასთან, რუსეთის სახელმწიფო კომპანიებს აეკრძალებათ ევროკავშირის ბაზრებზე ფულის სესხება, აიკრძალება ორმაგი გამოყენების საქონლის გაყიდვა. სანქციები ოფიციალურად 8 სექტემბერს უნდა დამტკიცდეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზრით, ახალი სანქციები კიევში „ომის პარტიის“ მხარდაჭერის ნიშანი იქნება.

XS
SM
MD
LG