Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტე მურსის გაასამართლებს ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშროების შექმნის ბრალდებით


ეგვიპტის სახელმწიფო პროკურორმა გადაყენებულ პრეზიდენტს, მუჰამედ მურსის ბრალად წაუყენა ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშროების შექმნა, სახელმწიფო საიდუმლოებების და გასაიდუმლოებული დოკუმენტების ყატარისთვის მიწოდების გზით. ეგვიპტის მედიის ცნობით, ყოფილი პრეზიდენტის ბრალდება მოიცავს ყატარში განთავსებული, სატელიტური ტელეარხისთვის, ალ-ჯაზირასთვის საიდუმლო დოკუმენტაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას მისი პრეზიდენტობის ერთწლიან პერიოდში. მურსი ეგვიპტის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი იყო. ის 2013 წლის ივლისში არმიამ ჩამოაგდო პოსტიდან, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები იმართებოდა მისი მმართველობის წინააღმდეგ. მურსი ციხეშია და კიდევ სამ საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული, რომლებსაც, შესაძლოა, სიკვდილით დასჯის განაჩენი მოჰყვეს. მურსის ორგანიზაცია, მუსლიმთა საძმო, ეგვიპტის მთავრობამ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ახალი სასამართლოს თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის. ყატარი მურსის და მუსლიმთა საძმოს ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა.

XS
SM
MD
LG