Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააპატიმრეს ალბანეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი


ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში დააპატიმრეს ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, არდიან ფულანი. მას ბრალად ედება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და 713 მილიონი ლეკის, ანუ 6.63 მილიონი დოლარის მოპარვა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ფულანის შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. მისი დაკავების ფონია ცენტრალური ბანკის ერთ-ერთი თანამშრომლის, არდიან ბიტრაის მიერ ხუთი კვირის წინ გაკეთებული აღიარება, რომ ის ოთხი წლის განმავლობაში იპარავდა ფულს.

XS
SM
MD
LG